დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში დოღი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საცხენოსნო კლუბებმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და აზერბაიჯანიდან.
გარბენი სამ დისტანციაზე ჩატარდა; გამარჯვებულებს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიება კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა “ვახტანგურმა” და ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა “გურიამ” გააფორმეს.
„სოფელ ნაგომარში საცხენოსნო შეჯიბრი – „ოზურგეთის თასი – 2023“ ჩავატარეთ, რომელიც ამიერიდან ტრადიციული, ყოველწლიური ღონისძიება გახდება და ჩვენი მუნიციპალიტეტის აქტივობების კალენდარში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს! წლევანდელი შეჯიბრის გამარჯვებული ოზურგეთელი თორნიკე თოდრია გახდა! თორნიკეს ვულოცავ გამარჯვებას, ხოლო მონაწილეებს ყველა მუნიციპალიტეტიდან – მადლობას ვუხდი!
განსაკუთრებული მადლობა მსურს გადავუხადო, საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნულ ფედერაციას, ორგანიზატორებს და სპონსორებს,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.