ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
სამკუთხა პარკში პატარების განწყობაზე თოჯინების თეატრის მსახიობებმა ზღაპრის გმირებთან ერთად იზრუნეს. ასევე, მოეწყო სპეციალური კუთხეები: სახის მოხატვა, აპლიკაციების გაფერადება, საბავშვო ბიბლიოთეკა, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ბავშვების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი ჩატარდა.
ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მერი ავთანდილ თალაკვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.