საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, მოადგილესთან არჩილ თალაკვაძესთან, სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან, ოზურგეთის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, ქალაქ ოზურგეთში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
„განვაახლეთ და მოვაწესრიგეთ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები – ჭავჭავაძის, ფარნავაზ მეფისა და დოლიძის ქუჩებზე; დასკვნით ეტაპზეა ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია. აქტიურ ფაზაშია ცენტრალური პარკის სამუშაოები, რომელიც პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, მიმდინარეობს.
მადლობას ვუხდი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს ოზურგეთის მხარდაჭერისთვის!“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა.