საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.
საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, მოადგილესთან არჩილ თალაკვაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ოზურგეთის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან, სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და პარლამენტის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ პედაგოგებს, მოსწავლებლებს და განიხილეს სკოლისთვის საინტერესო პროექტები.
„სიმბოლურია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლას საჩუქრად საქართველოს დროშა და კონსტიტუცია გადასცა, რომელიც პარლამენტის სასესიო დარბაზში განთავსებულის ზუსტი ანალოგია. სკოლის მოსწავლეებმა დროშა ეზოში არსებულ ფლაგშტოკზე დაამაგრეს და საზეიმოდ აღმართეს“ – აღნიშნა, ოზურგეთის მერმა.