გურიაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის ტექნოპარკში იმყოფებოდა.
„პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ტექნოპარკში ახალგაზრდა სტარტაპერებს შევხვდით. საინტერესო იყო მათთან დისკუსია და ინოვაციური პროექტების გაცნობა.
ოზურგეთის ტექნოპარკი უნიკალური სივრცეა, რომელშიც ახალი თაობა საჭირო ცოდნას, უნარებს და პროგრესული იდეების განხორციელებისთვის საჭირო რესურსებს იღებს,“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.