საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, მოადგილესთან არჩილ თალაკვაძესთან, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან, მერ ავთანდილ თალაკვაძესთან, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის ტექნოპარკი დაათვალიერა.
პარლამენტის თავმჯდომარე ადგილზე ახალგაზრდების ინოვაციურ მიღწევებს გაეცნო. ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა ასაკის, მიმართულებისა და იდეების მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შექმნან ინოვაციური, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე.
მსგავსი სტატიები