საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩილ თალაკვაძესთან და პარლამენტის წევრებთან, ასევე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ოზურგეთში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრის „განახლებული რეგიონების” პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

პარლამენტის თავმჯდომარე ასევე, იმყოფებოდა ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, რომლის სრული რეაბილიტაცია ფონდმა ,,ქართუმ” განახორციელა. თეატრის სრული განახლებისთვის ფონდმა 20 მლნ ლარზე მეტი დახარჯა.

მსგავსი სტატიები