🔵 დღეს, ოზურგეთში მიმდინარე პროექტები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
💬 „ჭავჭავაძის, ფარნავაზ მეფისა და დოლიძის ქუჩებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში – უახლოეს პერიოდში დაიწყება ჭავჭავაძის ქუჩის და ჭადრების პარკის რეაბილიტაცია, ასევე, თეატრის წინ ახალი მოედნის მშენებლობა.
მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს და მთავრობას ოზურგეთის მხარდაჭერისთვის!“ – აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
#ერთად განვაახლოთ #ოზურგეთი