“ურეკი ზაფხულის სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება – დავასრულეთ ბულვარის რეაბილიტაცია.
ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით, დაბა ურეკში 450 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს.
დღეს, ურეკში შესრულებული სამუშაო და ახალი პროექტები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს გავაცანით.
მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს და მთავრობას ოზურგეთის მხარდაჭერისთვის!” – აღნიშნა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ