ოზურგეთში – ჭავჭავაძის, ფარნავაზ მეფისა და დოლიძის ქუჩებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. სამუშაოები, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.