ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ოზურგეთში, სამკუთხა პარკში – სხვადასხვა სახის გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება
ღონისძიება 16:00 საათიდან დაიწყება:
ოზურგეთის ტექნოპარკი – Arduino-ზე დაპროგრამებული მექანიზმი, Lego Robotics და Littlebits მოწყობილობების გამოფენა;
სპორტული შეჯიბრი: (კალათბურთი, მინი ფეხბურთი, ტაეკვანდო, ფარიკაობა, ჩოგბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი);
ოზურგეთის თოჯინების თეატრის სპექტაკლი – ,,ბუტია;“
სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა – „ჩემი თვალით დანახული ოზურგეთი;“
ბავშვებისთვის მოეწყობა სპეციალური კუთხეები: სახის მოხატვა, აპლიკაციების გაფერადება, საბავშვო ბიბლიოთეკა;
ანიმატორები და ზღაპრის გმირები;
საზეიმო კონცერტი – ბავშვების მონაწილეობით.
ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება.