ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, სამკუთხა პარკში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
გაიმართა სხვადასხვა სახის გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება; პატარების განწყობაზე თოჯინების თეატრის მსახიობებმა ზღაპრის გმირებთან ერთად იზრუნეს. ასევე, მოეწყო სპეციალური კუთხეები: სახის მოხატვა, აპლიკაციების გაფერადება, საბავშვო ბიბლიოთეკა, სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ბავშვების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი.
ღონისძიებას ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, გურიის მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.