ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს, ოზურგეთის მერის მოადგილემ, ნათია გოლიაძემ მიულოცა.
ნათია გოლიაძესთან ერთად, სკოლამდელ დაწესებულებებში, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ქეთევან ხომერიკი და ასევე, სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის დირექტორი, მაკა ჭყონია იმყოფებოდნენ.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ძალიან ბევრი ბედნიერი ბავშვი ვნახე. მთელი გულით ვულოცავ ჩვენს პატარებს ამ ლამაზ დღეს და ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერ მომავალს და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას,“- აღნიშნა, მერის მოადგილემ.