ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, საკრებულოს წევრებთან ერთად და მერის მოადგილემ ნათია გოლიაძემ, ორგანიზაცია მომავლის სხივის ქვეშ დაქვემდებარებული მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლისა და დღის ცენტრის აღსაზრდელები მოინახულეს. ბავშვებს დღევანდელი დღე მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
,, ჩემო პატარებო, გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს! თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი. გისურვებთ მშვიდობიან, ბედნიერ, წარმატებულ და საინტერესო ცხოვრებას.“ – დავით დარჩია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
მსგავსი სტატიები