1 ივნისი

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართულმა ოცნების”, ინიციატივით საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, დღის ცნტრის “მომავლის სხივი“-ს ბენეფიციარებს სამუშაო ოთახში უმასპინძლა.

ბავშვებს დღევანდელი დღე მიულოცეს მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და საკრებულოს წევრებმა.
საკრებულოს წევრებმა, შვილებთან ერთად, პატარებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
მათ სადღესასწაულო განწყობაზე თოჯინების თეატრის მსახიობებმა იზრუნეს, გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი.

” ყოველდღიური სამუშაო რუტინა დღეს ბავშვების ჟრიამულმა შეცვალა. თქვენ აფერადებთ და ალამაზებთ სამყაროს. გილოცავთ პატარებო დღევანდელ დღეს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და მომავალი. ვულოცავთ თქვენთან ერთად ყველა ბავშვს. გისურვებთ ბედნიერ მომავალს.” – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ.

ბავშვთა დაცვის დღე მსოფლიოში 1 ივნისს 1950 წლიდან აღინიშნება.

მსგავსი სტატიები