საქველმოქმედო ასოციაცია – ,,გურია”-ში შშმ პირებისთვის ტრადიციული საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ოზურგეთის საკრებულოს წევრებმა ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცეს, საჩუქრები გადასცეს და მათთან ერთად საახალწლო სიმღერები შეასრულეს.
ბავშვების განწყობაზე, ასევე, იზრუნეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრის მსახიობებმა.
ასოციაცია- ,,გურია”-ს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა.
მსგავსი სტატიები