ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან ნათია გოლიაძესთან ერთად, დღეს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა.
„პოზიტიური შეხვედრა გვქონდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან, სადაც ვისაუბრეთ ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე, არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ოზურგეთში.
ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათი ოჯახების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება,“ – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.