შეხვედრა ორგანიზაცია ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის წარმომადგენლებთან

ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე დღეს, ორგანიზაცია „ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობაზე.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა ორგანიზაცია „ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის“ წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობაზე, ოზურგეთში სერვისების განვითარებასა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამების მიმართულებებზე. ასევე, გავეცანით აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტს, რომელიც ეფუძნება მერიასა და ორგანიზაციას შორის თანამშრომლობითი პლატფორმის შემუშავებას, ბავშვზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემის შესაქმნელად.
ბავშვთა უფლებების დაცვისა და მუნიციპალიტეტის მიერ სოციალური სამუშაოს ეფექტურად წარმართვისათვის ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება.“ – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.

    

მსგავსი სტატიები