ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს.
„ამჯერად, ოზურგეთში ორგანიზაცია “დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის” წარმომადგენლებს და ბენეფიციარებს შევხვდით და ცენტრის საქმიანობას გავეცანით. ვისაუბრეთ საჭიროებებზე და პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე.“ – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.
„ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, შშმ პირებს და დაინტერესებულ მხარეს ეხმარება მუნიციპალური, ცენტრალური პროგრამების მიღებაში, მომსახურების დოკუმენტაციის მომზადებაში, ასევე იცავს შშმ პირების უფლებებს.