ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, პირველ მოადგილესთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირისა და პროგრესის სახლის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე, ოზურგეთისთვის აქტუალურ საკითხებზე, პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს.
„სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები დაგვეხმარება, არაერთ სფეროში სწორად დავგეგმოთ მუნიციპალური პოლიტიკა. მათთან თანამშრომლობა ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში.“ – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.