ოზურგეთის მერი,„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლებს შეხვდა

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ თალაკვაძე და მერის პირველი მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, ოზურგეთისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„მათი გამოცდილება და რეკომენდაციები დაეხმარება მერიის გუნდს, არაერთ სფეროში სწორად დაგეგმოს მუნიციპალური პოლიტიკა. სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ამ მიზნით, ვგეგმავ შეხვედრებს ოზურგეთში მოქმედ სხვა ორგანიზაციებთან.“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.

მსგავსი სტატიები