2021 წლის 26 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ კონფერენცია „ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პლატფორმა 2021” გაიმართა.
კონფერენციაზე განიხილეს დეცენტრალიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა და გამოწვევები, ასევე, საერთაშორისო ექსპერტების მიერ მოხდა კარგი პრაქტიკის გაზიარება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ, საკრებულოს წარმომადგნელებთან ერთად.
დავით დარჩიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტებზე ისაუბრა, რომელიც წარმატებით დაინერგა ადგილობრივ თვითმმართველობაში.
ღონისძიებაში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ.
კონფერენცია ჩატარდა საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, ორგანიზაციების „პოლონეთის სოლიდარობის ფონდი საქართველოში“ (SFPL in GEO) და „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ ინიციატივითა და ორგანიზებებით.
პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის მიერ.
მსგავსი სტატიები