დღეს, ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში, 2021 წლის მუნიციპალური ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. ჭადრაკში ოზურგეთის ჩემპიონი 12 წლის თენგიზ თოიძე გახდა.
ერთკვირიანი ასპარეზობა წრიული სისტემით 12 საუკეთესო მოჭადრაკეს შორის მიმდინარეობდა და მასში სხვადასხვა ასაკის ტიტულოვანი მოჭადრაკეები იღებდნენ მონაწილეობას; აღსანიშნავია, რომ ღონისძიება გახლდათ შესარჩევი ტური გურიის ჩემპიონატისთვის, რომელშიც ოზურგეთიდან 4 მოჭადრაკე იასპარეზებს.
ჩემპიონატს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გურიის მხარეში ზაზა შოშიტაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მაღალი კონკურენციის პირობებში, გამოვლინდა 4 საპრიზო ადგილი: I ადგილი – თენგიზ თოიძე, II ადგილი – გივი სიამაშვილი, III ადგილი – გიორგი გოგოლაური და IV ადგილი – ნიკოლოზ ბარამიძე, გამარჯვებულები, მედლებით, დიპლომებით, ფულადი ჯილდოებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
აღნიშნული ჩემპიონატის მხარდამჭერია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსარებელ დაწესებულებათა გაერთიანება და გურიის ჭადრაკის ფედერაცია.