ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, ა.(ა).ი.პ „მომავლის სხივის“ დაქვემდებარებაში მყოფი წმინდა ბარბარეს სახელობის მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები ბავშვები მოინახულა. მერმა, მათ ტკბილეული და ნაძვის ხე მიუტანა.
„მოვინახულე ბავშვები, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. დავინტერესდი ზამთრისთვის როგორია სახლის მზადყოფნა. მინდა მათ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ვუსურვო.“ – აღნიშნა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.