ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ, რომელსაც თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა. ბიურომ 17 საკითხზე იმსჯელა.
2022 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი, რომელიც მერიამ წარმომადგენლობით ორგანოს 10 დეკემბერს წარუდგინა, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების განხილვის ძირითადი საკითხია. მას შემდეგ რაც მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის შესახებ დასკვნები მომზადდება, ბიუჯეტის დამტკიცებაზე საკრებულო იმსჯელებს.
დღის წესრიგში აისახა განკარგულების პროექტი მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და პერსონალური შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ;
საკრებულო იმსჯელებს ოზურგეთის საკრებულოს რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე;
კენჭი ეყრება ,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაბა ნასაკირალის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 6228.00 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (სკოლის შენობა) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის დამტკიცებას;
საკრებულო ინფორმაციას მოისმენს , ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის III კვარტლის შესრულების ანგარიშის მომოხილვის შესახებ, აგრეთვე, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 2018-2021 წლების სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად, მერიის განათლების,კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სამსახურის შიდა აუდიტორულ ანგარიშს;
საკრებულო კენჭს უყრის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ბესიკ მელუას უფლებამოსილების ცნობის შესახებ განკარგულების პროექტსაც.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანებებით დაამტკიცებს მუდმივმოქმედი კომისიების 2022 წლის სამუშაო გეგმებს.
მსგავსი სტატიები