ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 13 საკითხზე იმსჯელა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
ბიურომ საკრებულოს დარგობრივი კომისიების 2024 წლის სამუშაო გეგმები დაამტკიცა.
საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში განხილვა-დამტკიცების მიზნით, აისახა შემდეგი განკარგულების პროექტი: მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 429 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ; ასევე, იმსჯელებენ მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის თაობაზე“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
ბიუროს გადაწყვეტილებით, შესაბამისი დარგობრივი კომისიები განიხილავს შემდეგ განკარგულების პროექტებს: ,, საკრებულოს 2024 წლის I კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“; მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე; მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტის დამტკიცების შესახებ; და მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიანი განვითარების დოკუმენტი (2024-2027 წლები) დამტკიცების თაობაზე.
აგრეთვე, იმსჯელებენ ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტზე.
#ოზურგეთი2024