ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაგრობრივი კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
აგრარულ საკითხთა კომისიის წევრებმა, მიზანშეწონილად მიიჩნიეს, ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა-დამტკიცების მიზნით, შემდეგი დადგენილების პროექტების წარდგენა: ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ და მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის თაობაზე“ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
ასევე, განიხილავენ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 429 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ განკარგულების პროექტს.
საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარემ დავით ჭაკნელიძემ კომისიის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ,,მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტის დამტკიცების შესახებ’’ , აღნიშნულ პროექტს კომისია შემდეგ სხდომაზე განიხილავს.
სხდომის ბოლოს, დარგობრივი კომისიების თავმჯდომარეებმა, საკრებულოს წევრებს კომისიების 2024 წლის სამუშაო გეგმა გააცნეს, რომელიც წარდგენილი იქნება საკრებულოს ბიუროს სხდომაზე.