ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარგობრივი კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს წევრებმა, მიზანშეწონილად მიიჩნიეს, ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა-დამტკიცების მიზნით შემდეგი განკარგულების პროექტების წარდგენა: ოზურგეთში სოფელ კონჭკათის ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე ქუჩისთვის ,, ზაურ ჩანჩბაძის“ სახელის მინიჭების შესახებ, ასევე, ,, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების შპს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი ,,მერცხალი“-სთვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე, მერიისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“.
ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა და საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ სამართლებრივი აქტის პროექტებს: ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ნუსხისა და გეგმის დამტკიცებისა” და ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის” შესახებ.
კომისიის წევრებმა სატყეო სააგენტოს მიერ ინფორმაცია მოისმინეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტყის შესახებ , აგრეთვე, ცნობად იქნა მიღებული ინფორმაცია “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის მოწესრიგების მიზნით 2022 წელს გატარებული და 2023 წელს გასატარებელი ღონისძიებების შესახებ’’.
მსგავსი სტატიები