ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარგობრივი კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
საკარებულოს წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განსახილველად, შემდეგი საკითხების წარდგენა: ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, ა(ა)იპ სპორტულ გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებისთვის გადაცემაზე“, ასევე ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ნუსხის და გეგმის დამტკიცების თაობაზე.“
აგრეთვე, დადგენილებაში, ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზაციო საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის დადგენის თაობაზე,“ ცვლილებებზე იმსჯელეს.
დარგობრივმა კომისიამ დადებითი დასკვნა შეიმუშავა შემდეგ საკითხებზე : ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2023 წელში, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე“, ასევე, ოზურგეთში სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩის ,,ალექსანდრე ღლონტის“ სახელის მინიჭების შესახებ“ და ,,ქალაქ ოზურგეთში გამსახურდიას მოედანთან საგზაო ნიშნების განთავსების ორგანიზების თაობაზე“.
სხდომის დასასრულს, კომისიების თავმჯდომარეებმა შეაჯამეს 2022 წელს, მუდმივმოქმედი კომისიების მიერ გაწეული საქმიანობა, რომელთა ანგარიშს ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე წარადგენენ.