ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარგობრივი კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
ინფრასტრუქტურის კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა-დამტკიცების მიზნით, შემდეგი განკარგულების პროექტის წარდგენა: ,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტში 2024 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტის მოწონების თაობაზე“.
აგრეთვე, აგრარულ საკითხთა კომისიის კომისიის წევრებმა განიხილეს ,, ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტები და მიზანშეწონილად მიიჩნიეს, აღნიშნული საკითხების წარდგენა საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით.