ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარგობრივი კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
აგრარულ საკითხთა კომისიის წევრებმა განიხილეს ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტები და მიზანშეწონილად მიიჩნიეს, აღნიშნული საკითხების წარდგენა საკრებულოს სხდომაზე განხილვისა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზნით.
ასევე, დარგობრივი კომისიების წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით, შემდეგი განკარგულების პროექტის წარდგენა: ,,მუნიციპალიტეტის საშუალო ვადიანი განვითარების დოკუმენტი (2024-2027 წლები) დამტკიცების შესახებ.“