კომისიის სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა გაიმართა.

კომისიის წევრებმა განიხილეს ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტები და მიზანშეწონილად მიიჩნიეს, აღნიშნული საკითხების წარდგენა საკრებულოს სხდომაზე განხილვისა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზნით.

ასევე, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით, შემდეგი განკარგულების პროექტის წარდგენა: ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში, ჟღენტის ქუჩა N4 – ში მდებარე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“.

მსგავსი სტატიები