დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ დავით ჭაკნელიძემ კომისიის წევრებს დღის წესრიგით გათვალისიწინებული საკითხები გააცნო.
დარგობრივი კომისიის წევრებმა განიხილეს ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტები და მიზანშეწონილად მიიჩნიეს, აღნიშნული საკითხების წარდგენა ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვისა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მიზნით.
აგრეთვე, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა-დამტკიცების მიზნით, შემდეგი განკარგულების პროექტის წარდგენა: ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.“