ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ, საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.
საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში განხილვა დამტკიცების მიზნით, აისახა შემდეგი განკარგულების პროექტები: ,,მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ;“ ,,რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე;“ ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“; ,,საქართველოს გოეთეს ინსტიტუტსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულების შეთანხმების თაობაზე;“ ასევე, ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“; და ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საკრებულო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე იმსჯელებს.
სხდომაზე, ასევე, განიხილავენ ,,მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გაცემისას ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშწორების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტს.
აგრეთვე, ბიურომ, საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების სამოქმედო გეგმები დაამტკიცა.
ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომა, ნაცვლად 2024 წლის 24 აპრილის 11 საათისა, გაიმართება 2024 წლის 26 აპრილს 12 საათზე.