ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში განხილვა-დამტკიცების მიზნით, აისახა შემდეგი განკარგულების პროექტები: ,, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;“
,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2023 წელში, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე;“
,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაბა ნასაკირალის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;“
და ქ. ოზურგეთში სანაპიროს ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და ,, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სანაპიროს ქუჩის“ სახელის მისანიჭებლად – გარდაცვალების ვადის შეზღუდვიდან გამომდინარე გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის თაობაზე;’’
ასევე, ცვლილებების პროექტები: დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩებისთვის ,,მეგობრობის“ და ,,გაბრიელ ეპისკოპოსის“ სახელების მინიჭების შესახებ.
საკრებულოს სხდომა 30 აგვისტოს 11:00 საათზე გაიმართება.