ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარგობრივი კომისიების სხდომები გაიმართა.
კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით, შემდეგი განკარგულებს პროექტების წარდგენა: ,, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;“
,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2023 წელში, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე;“
და ქ. ოზურგეთში სანაპიროს ქუჩისათვის სახელის გადარქმევისა და ,, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სანაპიროს ქუჩის“ სახელის მისანიჭებლად – გარდაცვალების ვადის შეზღუდვიდან გამომდინარე გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის შესახებ;’’
ასევე, ცვლილება იგეგმება დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩებისთვის ,,მეგობრობის“ და ,,გაბრიელ ეპისკოპოსის“ სახელების მინიჭების თაობაზე განკარგულების პროექტებში.