ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარგობრივი კომისიების სხდომები გაიმართა.
საკრებულოს წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით შემდეგი განკარგულების პროექტების წარდგენა: მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში ვიქტორ დოლიძის ქუჩა N 8-ში მდებარე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის ბიუსტის განთავსების საკითხის თაობაზე და დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩისათვის სახელის მინიჭების შესახებ.
კომისიის წევრებმა ინფორმაცია მოისმინეს მუნიციპალიტეტის სოფლების სასმელი წყლით მომარაგების შესახებ. ასევე, ცნობად იქნა მიღებული 2023 წლის პირველ კვარტალში მერის სარეზერვო ფონდის გამოყენების ანგარიშის შესახებ ინფორმაცია.