დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარგობრივი კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
კომისიების წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა-დამტკიცების მიზნით შემდეგი განკარგულების პროექტების წარდგენა:
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;
ქ. ოზურგეთში, ე. ნინოშვილისა და ა. ჟორჟოლიანის ქუჩებზე საგზაო ნიშნების განთავსების ორგანიზების თაობაზე;
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში მ. კოსტავას ქუჩა N1-ში მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 18.4 კვმ. ფართის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვაკიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
აგრეთვე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2023 წელში, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ;
და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონებების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.