ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარგობრივი კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით, შემდეგი განკარგულების პროექტების წარდგენა: მუნიციპალიტეტის ,,ნარჩენების მართვის 2023-2027 წლების სამოქმედო მუნიციპალური გეგმის“ დამტკიცების შესახებ და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.