ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარგობრივი კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით შემდეგი განკარგულების პროექტების წარდგენა:
,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“;
,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ ,,ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციისთვის“ სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;
ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ოზურგეთის მომსახურების ცენტრისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.
სხდომაზე, აგრეთვე, იმსჯელებენ დაბა ნარუჯაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალის მოწყობის თაობაზე.
მსგავსი სტატიები