ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გრძელდება ინფრასტრუქტურის განახლება და მოწესრიგება. ამჟამად, გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს ჩხაიძის ქუჩაზე და სოფელ მაკვანეთში, ბაღის უბანში. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, გზასთან ერთად მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 4 მლნ ლარზე მეტს შეადგენს, წლის ბოლომდე დასრულდება.
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო.