ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და მოწესრიგება გრძელდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და მოწესრიგება გრძელდება. ამჟამად მიმდინარეობს ბახვი – ფამფალეთი – ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის აღდგენა და განახლება; ცხემლისხიდი – უჩხუბი – ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.

გზის სამშენებლო სამუშაოები ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ,  მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან ერთად დაათვალიერა.

პროექტები, რომლის ბიუჯეტიც 5,097,975 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

        

მსგავსი სტატიები