ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურად მიმდინარეობს – სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო.
„მთისპირისა და ბასილეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ვაკეთებთ. მიმდინარე სამუშაოები, დღეს მოადგილესთან ერთად დავათვალიერე. პროექტის ბიუჯეტი 729 489 ლარს შეადგენს.
მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ პროექტის მხარდაჭერისთვის!“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა.