სოფელ დვაბზუში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან – გიორგი ღურჯუმელიძესთან და ნიკა ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო.
“ოზურგეთელებისთვის მიცემული კიდევ ერთი პირობა სრულდება – ამჯერად, სოფელ დვაბზუში ვაკეთებთ საავტომობილო გზის რეაბილიტაციას.
სამუშაოები, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ – დღეს დავათვალიერეთ. პროექტის ბიუჯეტი 374 550 ლარს შეადგენს.” – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ