სოფელ დვაბზუში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს – სამუშაოებს დღეს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან ნიკა ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო.
„ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, განვაგრძობთ საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას ოზურგეთში. სოფელ დვაბზუში საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ვაკეთებთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტის ბიუჯეტი 374 550 ლარს შეადგენს“, – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.