დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხზე იმსჯელეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა შემდეგი განკარგულების პროექტები: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში ვიქტორ დოლიძის ქუჩა N8-ში მდებარე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“; დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩისათვის ,,მცხეთის ქუჩის“ სახელის მინიჭების თაობაზე“; ,,ქ. ოზურგეთში, ზვიად გამსახურდიას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პარკში, ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის ბიუსტის განთავსების შესახებ“ და საკრებულოს 2023 წლის III კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების თაობაზე.
ცვლილება შევიდა შემდეგ განკარგულებებში: დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩისათვის ,,შოთა გოგუაძის“ სახელის მინიჭების თაობაზე და მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
ასევე, ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების შესახებ დადგენილების პროექტში.
საკრებულომ მოისმინა დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესების თაობაზე და ქ. ოზურგეთის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ ინფორმაციები და გენდერული თანასწორობის საბჭოს 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში.