ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიურო სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
ბიუროს გადაწყვეტილებით შესაბამისი დარგობრივი კომისიები განიხილავს შემდეგ განკარგულების პროექტებს: ,,დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩისათვის ,,შოთა გოგუაძის“ სახელის მინიჭების შესახებ’’ განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ ; ,,ქ. ოზურგეთში, ზვიად გამსახურდიას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პარკში, ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილის ბიუსტის განთავსების შესახებ.“
აგრეთვე, იმსჯელებენ ცვლილებების შესახებ შემდეგ დადგენილების პროექტში: ,,მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების თაობაზე.“