ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში განხილვა-დამტკიცების მიზნით აისახა შემდეგი განკარგულების პროექტები: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში ვიქტორ დოლიძის ქუჩ N8-ში მდებარე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ, საკრებულოს მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების თაობაზე და დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩისათვის ,,მცხეთის ქუჩის“ სახელის მინიჭების შესახებ. აგრეთვე ცვლილებების პროექტები: დაბა ურეკის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ქუჩისათვის ,,შოთა გოგუაძის“ სახელის მინიჭების თაობაზე, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ.
ცვლილება იგეგმება, ,,მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების შესახებ“ დადგენილების პროექტში.
საკრებულო ცნობად მიღების მიზნით მოისმენს და განიხილავს, გენდერული თანასწორობის საბჭოს 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს, ასევე, ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი მშენებლობის სასმელი წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესების თაობაზე და გარე ვაჭრობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ.