ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
ბიუროს გადაწყვეტილებით შესაბამისი დარგობრივი კომისიები განიხილავს შემდეგ განკარგულების პროექტებს:
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში წერეთლის ქუჩაზე მდებარე 2503 კვმ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;“
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე;“
ასევე, ქ. ოზურგეთში, ა. ნაკაშიძის ქუჩასა და დაბა ურეკში ე. თაყაიშვილი ქუჩაზე საგზაო ნიშნების განთავსების ორგანიზების თაობაზე.
აგრეთვე, საკრებულო იმსჯელებს, რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ.
მსგავსი სტატიები