ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე ახალგაზრდებს სკოლის დამთავრებას ულოცავს:
„დღეს უამრავი ახალგაზრდა, ცხოვრების ახალ, საინტერესო და განსხვავებულ ეტაპზე გადასვლას – პირველ წარმატებას აღნიშნავს!
ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს! წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ მომავლის გზაზე!
წინ ეროვნული გამოცდები, სტუდენტობა და ახალი შესაძლებლობები გელოდებათ. მჯერა, რომ მიღებული ცოდნით, პროფესიონალიზმით და საკუთარი მიღწევებით ქვეყნის განვითარებაში თქვენს წვლილს შეიტანთ და ბევრჯერ ასახელებთ ოზურგეთს!
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ პედაგოგს გაწეული შრომისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას! ვამაყობთ თქვენით!“ – აღნიშნა, მერმა.